დიმიტრი როსტოველის ეკლესია (დონის როსტოვი)
დიმიტრი როსტოველის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°13′52″ ჩ. გ. 39°40′21″ ა. გ. / 47.23111° ჩ. გ. 39.67250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | დონის როსტოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ჟ. ვოლოშინა |
თარიღდება | 2000 |
დიმიტრი როსტოველის ეკლესია (რუს. Церковь Димитрия Ростовского) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შერაცხული მიტროპოლიტის დიმიტრი როსტოველის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მშენებლობა მიმდინარეობდა 2000-2008 წლებში არქიტექტორ ჟ. ვოლოშინას პროექტის მიხედვით. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[1].
წინარე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიმიტრი როსტოველის აღნიშნული ეკლესია არაა პირველი ეკლესია დონის როსტოვში, რომელიც ამ წმინდანისადმია მიძღვნილი. 1751 წელს ქალაქში ააშენეს პატარა სამლოცველო, რომელმაც 1761 წელს ვორონეჟისა და ელეცკის ეპისკოპოსის კირილეს კურთხევით და ციხესიმაგრის კომენდანტის, გენერალ-მაიორ დიმიტრი სომოვის თანხმობით, მიიღო ეკლესიის სტატუსი. მაგრამ 1786 წელს ეს ეკლესია ძალიან დაძველდა და ამ მიზეზის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ეკლესიის დახურვის გადაწყვეტილება. 1796 წელს ეკლესია დაშალეს და მისი საღი მასალა გამოიყენეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესიის ასაშენებლად[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ დონის როსტოვში ახალი მართლმადიდებლური მრევლი ჩამოყალიბდა 2000 წელს. 2000 წლის 4 ოქტომბერს როსტოვის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა (ერისკაცობაში დოლგანოვი) ჩადო პირველი ქვა დიმიტრი როსტოველის სახელობის მომავალი ეკლესიის ფუნდამენტში. ტაძარი შენდებოდა რვა წლის განმავლობაში. 2001 წელს, ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარში დაარსდა დროებითი სამრევლო გაერთიანება[3]. 2004 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა მოინახულა მშენებარე ტაძარი და აკურთხა მისი გუმბათი და ჯვარი. ამის შემდეგ მალევე დასრულდა ტაძრის მშენებლობა და ეკლესიაში დაიწყო ღვთისმსახურება. მცირე სამშენებლო და დეკორაციული სამუშაოები მიმდინარეობდა 2008 წლამდე. 2004 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა[3].
ეკლესიასთან ასევე მოქმედებს საქველმოქმედო სამზარეულო. ეკლესიის ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობს როსტოვის მხარეთმცოდნეობის საოლქო მუზეუმთან, ასევე მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებებთან[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ростов-на-Дону|Церковь Димитрия Ростовского. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
- ↑ История церкви Святого Димитрия Ростовского, первой церкви Ростова-на-Дону | Статьи | Главная | Научный журнал. www.relga.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „РОСТОВСКИЙ-НА-ДОНУ ДИМИТРИЕВСКИЙ ХРАМ - Древо“. ციტირების თარიღი: 2017-01-07.